სკანდალური სახელის მოპოვება საქართველოში ძნელი არ არის. მთავარია ტექნოლოგია, რომელიც ძალიან მარტივია და სულ ორი კომპონენტისგან შედგება
1. პერსონაჟი: საკრალური ისტორიული ფიგურა. ვთქვათ, დავით აღმაშენებელი, წმინდა ნინო, ილია ჭავჭავაძე, ქეთევან წამებული, ივანე ჯავახიშვილი... რამე რომ იყოს, დიმიტრი თავდადებული და აკაკი წერეთელიც წავა.
2. კონტექსტი: ჰომოსექს-ლესბოსური კავშირი, ინცესტი, ჯგუფური სექსი, სადო–მაზო... რამე რომ იყოს, მინეტი და ონანიზმიც წავა...
ამის შემდეგ კი პირველი პუნქტის პერსონაჟი უნდა ჩავსვათ მეორე პუნქტის კონტექსტში. კონკრეტულად რა სიუჟეტური სვლები იქნება მოფიქრებული, პრინციპული მნიშვნელობა აღარა აქვს. სკანდალი ნებისმიერ შემთხვევაში გარანტირებულია. თუმცა, რაც შეიძლება სწრაფი და ხმაურიანი რეზონანსის უზრუნველსაყოფად სასურველია ნაწარმოების პერვერსიული ფრაგმენტები მიეწოდოს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს, გაზეთ „ასავალ–დასავალის“ რედაქციას, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს, ილიას უნივერსიტეტს, თავისუფლების ინსტიტუტს და საქართველოს კონსერვატიულ პარტიას... რამე რომ იყოს, მრეწველები და ლეიბორისტებიც წავა.
ახლა დავფიქრდი და მე კი ვღადაობ, მაგრამ ვიღაც ტვინგადაბრუნებულმა შეიძლება ეს ყველაფერი სპეციალურად გამოგზავნილ ინსტრუქციად ჩათვალოს და წადი და ამტკიცე მერე, რომ ქართველი ერის გაპიდარასტების ვერაგული გეგმის ნაწილი არა ხარ...
არადა სულ სხვა რამის თქმა მინდა.
საერთოდ, გამომწვევი ქცევით და არანორმატიული ლექსიკით საზოგადოების პროვოცირება, დამკვიდრებული სტერეოტიპებისა და ტაბუების ხელყოფა, კულტურული პროცესის მუდმივი ატრიბუტია. კულტურის განვითარების დინამიკა ამგვარი პროვოკაციების გარეშე წარმოუდგენელია, ისიც ბუნებრივია, რომ ახალგაზრდობას უნდა ჰქონდეს პროტესტის გრძნობა გარემომცველი რეალობის, მათ შორის გაქვავებულ კლიშეებად ქცეული კულტურული ფასეულობების მიმართ. თუმცა, ასეთ ბანალობაზე როგორ ამოვიღებდი ხმას, პერვერსიულობა და ეპატაჟურობა ზოგადად რომ არ ითვლებოდეს პროგრესულობის და „პრადვინუტობის“ რაღაც კოდურ ნიშნად. საკმარისია ვინმემ დაწეროს: „შეგეცით ქართველებოო“ რომ ეს ფრაზა ქართველების ახალგაზრდულ–ლიბერალური ნაწილისთვის დახლოებით ისევე გაიჟღერებს, როგორც კიპლინგისეული „მე და შენ ერთი სისხლისა ვართ.“
თვით ხელოვნების და კულტურის კონტექსტშიც კი ეპატაჟი არ არის თვითკმარი პოზიტივი და თუკი ვიღაც პოეტი გენიტალიებს ხშირად ახსენებს, მხოლოდ ამის გამო მისი ლექსები დიდად პროგრესულ მოვლენად არ უნდა ითვლებოდეს. პოსტსაბჭოთა ეპოქის პირველ ხანებში, ისევე როგორც გასული საუკუნის ოციან წლებში, ამგვარ ეპატაჟს კიდევ რაღაც ეფექტი ჰქონდა. დღეს კი, როცა ტოტალური ცენზურის ეპოქას ოცი წელი გვაშორებს, ეს საყმაწვილო სენი კარგა ხნის მოხდილი უნდა გვქონდეს, მაგრამ არა... .
არ ვიცი რატომ, რანაირად და საიდან დამკვიდრდა ამ ქვეყანაში აზრი, რომ სექსუალური თემების წაღმა-უკუღმა ტრიალი ავტომატურად გულისხმობს პროგრესულობას, თუმცა, ფაქტია, რომ დამკვიდრდა, უფრო მეტიც, ვარდების რევოლუციის მერე ხელისუფლების სათავეში მოვიდა პოლიტიკოსთა ის თაობა, ვისაც ამაში ეჭვიც არ ეპარება და შიგადაშიგ ამგვარი ტიპის მესიჯებით საკუთარი „პრადვინუტობის“ დემონსტრირებასაც ახდენს. ეს კი ძალიან არაჯანსაღ ფონს ქმნის იმ საზოგადოებაში, რომლის აბსოლუტური უმრავლესობაც ღარიბია და ლუკმა- პურის შოვნაზე ფიქრობს. არ მითხრათ ახლა, არ მოდის და აბრალებენო. მოდის! ჯერ კიდევ განმუხურის ბუჩქებიდან მოდის და თან სრული სერიოზულობით აღიქმება მოდერნიზაციის სტიმულირებად.
არც ისე დიდი ხნის წინ ჰოლანდიაში იყო ქართული თანამედროვე ხელოვნების გამოფენა, რომელიც საქართველოს პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა გახნა. ამ გამოფენის ერთ–ერთ მთავარ ექსპონატი კედელზე ჩამოკონწიალებული მამაკაცის სასქესო ორგანო გახლდათ, თოკის მოქაჩვით რომ ზეაღიტყორცნებოდა და ერექტულ მდგომარეობაში ატკბობდა დამთვალიერებელის მზერას.
მე რომ მკითხოთ, ეს სუფთა სირობაა (ბოდიში უნებლიე კალამბურისთვის), თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევას პიარის კონტექსტში აქვს ლოგიკა: ის, რომ ამგვარი ექსპონატი ხელისუფლების კურთხევით იყო წაღებული საზღვარგარეთ, ეჭვს არ იწვევს და როცა ევროპელი დამთვალიერებელი ქვეყნის სავიზიტო ბარათად გაშტრიკინებულ ფალოსს იხილავს, მან შეიძლება ბევრი რამ იფიქროს ამ ქვეყანაზე და მის ხელისუფლებაზე, მაგრამ რას არ იფიქრებს და იმას, რომ ეს ხელისუფლება პატრიარქალური და ტრაიბალური ცნობიერების მატარებელია.
მოკლედ, ფალოს ერექტუსი, როგორც მოდერნიზაციის სიმბოლო, ამ შემთხვევაში მუშაობს, მაგრამ საქმეც ისაა, რომ აქ იმდენად გათვლილ ჩანაფიქრთან არა გვაქვს საქმე, რამდენადაც გულწრფელობასთან. მათ მართლა ასე ჰგონიათ და კედელზე ჩამოკიდებული სირით პირველ რიგში საკუთარი თავის წინაშე ახდენენ თავისივე პროგრესულობის რეპრეზენტაციას. დაახლოებით იგივე ვარიანტი იყო „ღამე შორენასთან,“ სადაც ბორდელის ბოზივით დაზმანული შორენა ბეგაშვილი სხვადასხვა პოზაში ცდილობდა მაყურებლისთვის აეხსნა რა კარგი რამაა სექსი და რა ჩამორჩენილები ვართ ქართველები, ეს რომ არ გვესმის.
საოცრად უგემოვნო და გულისამრევად ქაჯური გადაცემა, რომელსაც პრაქტიკულად არანაირი სხვა მიზანი არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ ეჩვენებინა ხელისუფლების სწრაფვა საზოგადოების მოდერნიზაციისკენ. რა ჰქნან, მათ ასე ესმით მოდერნიზაცია. ახლაც არ მითხრას ვინმემ ხელისუფლება რა შუაშიაო. ტელეიმედზე რაც გადის, იქ ხელისუფლება შუაში კი არა, ყველგან თავშია.
კიდევ ერთი მაგალითი: დაახლოებით წლინახევრის წინ ხელისუფლებასთან დაახლოებული ერთი ქალბატონი გამოვიდა იდეით, რომ რუსთაველზე მოწყობილიყო ე. წ. „სექსუალური პარადი“ - ბიკინებში ჩაცმული ქალწულობადაკარგული ქალების მარში პრეზერვატივების დარიგებით და სხვა კაი ამბებით. მართალია, ეს აქცია არ შედგა, მაგრამ მესიჯის დონეზე მაინც დარჩა მავანთა ცნობიერებაში. ისევე როგორც გეი პარადი, რომელიც არც იგეგმებოდა, მაგრამ ბევრი დღემდე დარწმუნებულია, რომ არათუ აპირებდნენ, არამედ ჩუმად ჩატარდა კიდეც...
ისე სახალისო საყურებელი კი იქნებოდა, მე ნაღდად ვნახავდი...
ჰოდა რა არის ამაში ცუდიო, იკითხავს მავანი. რა შავდება იმით, თუკი ხელისუფლება თვითონ ცდილობს ეს ფარისევლური და კონსერვატიული საზოგადოება ცოტა შეაჯანჯღაროს? ის შავდება, რომ ასეთი შეჯანჯღარებები კულტურულ პროცესებს ვნებს და მენტალურ რევოლუციას კი არ უწყობს ხელს, როგორც ზოგიერთებს ჰგონიათ, არამედ რეტროგრადულ კონტრრევოლუციას.
თავი დავანებოთ იმას, რომ ამქვეყანდ არცერთი ხელისუფლება არ არის თავისუფალი ფარისევლობისგან და კულტურული მეამბოხის პოზაში დადგომა ამ ხალხის მხრიდან ცოტა სასაცილოა. აქ მთავარი სხვაა: ხელისუფლების საქმე საერთოდ არ არის ეპატაჟი და სექსუალური რევოლუციის ზემოდან განხორციელება.
საზოგადოებრივი მორალისთვის სილის გაწვნა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს რაღაც ფასეულობათა გადაფასების კატალიზატორი, თუ ის „ქვემოდან“, ანუ თავად კულტურის წიაღიდან მოდის, ხოლო თუკი ამგვარი ქმედებები ხელისუფლებასთან ასოცირდება, მაშინ ეს არც პროტესტია და არც რევოლუცია, ეს არის კულტურაზე ძალადობის მცდელობა, რაც ნიუტონის მესამე კანონის თანახმად იწვევს ბუნებრივ უკურეაქციას. კულტურა რეაგირებს ძალადობაზე და უკიდურესობებზე უკიდურესობებით პასუხობს. შედეგი კი ყოველთვის ერთია: უკმაყოფილების განმუხტვის მიზნით ხელისუფლება უკან იხევს და იწყება მერე ჯიპების და მიწების გაჩუქება, ინდაურები ინტელიგენციისთვის, მხცოვანი ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე და მაია ასათიანის „პროფილი“...
და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ თავად ლიბერალური საზოგადოება არ გათავისუფლდება იმ ყოვლად იდიოტური ილუზიისგან, რომ სექსუალური თემებით ჟონგლიორობა ყოველთვის „პრადვინუტობის“ ნიშანია. ეს თავისთავად არც პროგრესია და არც რეგრესი. ეს არაფერს არ ნიშნავს. ამის გაცნობიერება თითქოს ადვილია, მაგრამ ცდუნებაც დიდია: სკანდალური სახელის მოპოვება საქართველოში ძნელი არ არის (იხ.ზემოთ), ან, ამდენიც რომ არ იწვალო, საკმარისია საჯაროდ წარმოთქვა სიტყვა „ყლე“ და უკვე მაგარი ტიპი ხარ. შეგიძლია თავიც დაარწმუნო, რომ ეს უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის განვითარებისთვის, ვიდრე, ვთქვათ, მასმედიის თავისუფლება. მით უმეტეს, ხელისუფლებაში ყოველთვის მოიძებნება ხალხი, ვინც ამას დაგიდასტურებს და თავზე ხელს გადაგისვამს.
არადა სირობაა ეს ყველაფერი. თან სრულიად არასაიდუმლო...
საზოგადოებრივი მორალისთვის სილის გაწვნა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს რაღაც ფასეულობათა გადაფასების კატალიზატორი, თუ ის „ქვემოდან“, ანუ თავად კულტურის წიაღიდან მოდის, ხოლო თუკი ამგვარი ქმედებები ხელისუფლებასთან ასოცირდება, მაშინ ეს არც პროტესტია და არც რევოლუცია, ეს არის კულტურაზე ძალადობის მცდელობა, რაც ნიუტონის მესამე კანონის თანახმად იწვევს ბუნებრივ უკურეაქციას. - ვოტ იმენა :))) ვითომ რომ ბუნტარები არიან და ამ ბუნტარობისთვის სახელისფლებო ისტებლიშმენტი რომ გულში იხუტებს. პროფანაციაა, აბა რა ჯანდაბაა? ძალიან კარგია, დათო!
ReplyDeleteთუმცა უნდა არინიშნოს რომ საიდუმლო სირობის ავტორი ლ–ს არბილებს და უნდა პრეზიდენტმა ლოყაზე აკოცოს, ამიტომ მასზე იმჰო ეს აზრი არ უნდა ვრცელდებოდეს
ReplyDeletehttp://www.youtube.com/watch?v=DZRYob5TfQs
არადა ლაშა ბუღაძეს აუჯანყდა ლამის მთელი ერი, თამარზე ასეთი წიგნი როგორ დაწერეო. ახლა დეისაძეს, მერე კიდევ ვინმე დაწერს რამეს.
ReplyDeleteარადა ავიღოთ დემოკრატიული ქვეყანა (ან მე რომ მივიჩნევ დემოკრატიულ ქვეყნად) - ბრაზილია. ყოველი წლის თებერვალში მრავალი წელია კარნავალი იმართება, სადაც გამოდიან ჰომოსექსუალებიც, ლესბოსელებიც და ასე შემდეგებიც. პლუს, შიშვლები. ეს მათი ჩვეულებრივი ამბავია. თავისი სიხარულით, სანახაობრიობით, გართობით და ასე შემდეგ. და ამის გამო პროტესტს არავინ გამოთქვამს.
მე პირადად მინდა ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვყალიბდეთ საქართველოს თითოეული მოქალაქე, რა გვინდა. მაგრამ საქართველოს ერთი მოქალაქე მაინც თუა ჩამოყალიბებული ნეტავ?!
თუ გვინდა გინებები, მმკ-ების აქციები, ტელევიზიების დარბევები, სხვის საქალწულე აპკზე ჭორაობები, ხალხის გაკიცხვა და ასე შემდეგები - მაშინ ნატოებს, ევროალიანსებს და დემოკრატიას უყურეთ შორიდან.
Kate, რამხელა მონოლოგი დაარტყი? :) ოღონდ ის ვერ გავიგე, ამ მონოლოგის ადრესატი ვინაა.:) იმედია, მე არა... :)))
ReplyDeleteმადლობთ დავით, ძალიან ვისიამოვნე...
ReplyDeleteKate, ბრაზილია არ არის დემოკრატიის სავანე, მერწმუნეთ. რაც შეეხება კარნავალს და სიშიშვლეს - ეს იქ ბუნებრივია. ჩვენთანაც, ალბათ, ყველა აღლუმზე არიან ხოლმე ლესბოსელები, ჰომოსექსუალებიც და პედოფილ-გერონტოფილებიც, უბრალოდ იმპოტენტებიც, მაგრამ ჩაცმულები - ეს ჩვენვის არის ბუნებრივი... ასეთ თემებზე საჯარო ყვირილი აქამდე არ ყოფილა ჩვენი კულტურისათვის დამახასიათებელი. და თუ გახდება - ამას მოდი მიშა ნუ მოგვინიშნავს...
ert-ert yvelaze demokratiul kvekdan iTvleba amerikis seertebuli Statebi , sxvebi Sesazloa moatkuon, magram me danamdvilebit vizi, rom aseti puritanuli kvekana ishviatia, ik akrZalulia iseti ramec ki , racac ekranze shishveli sxeulis gmoCena hkvia. anu ar xdeba amis agitacia, sxva mxriv rac ginda ikvire kuchashi ... aravin mogakcevs kuradrebas . ik cdiloben maizn rom morali, da ertguleba sheinarchunon. ak ki DRevandeli mtavroba mizandasaxurad aketebs imas , sacac mxolod boroti, cinikuri, da mizanmimartulad amoraluri adaminta jgupi gaakebda. ganatlebis mospoba, adaminta damcireba , da sazogadoebis kuradrebis gadatana aseti saxis gadacemebze.( rom ar vTkvat araperi dRevandel kartul spektaklebsa da pilmebze)
ReplyDeletegamosavali ertia: ganatleba , ganatleba da uketesi agzrda mivcet sakurar shvilebs, (vibrzolot amisatvis ojaxshi) vaswavlot kargis da zudis garcheva ...
kato.