ქვესათაურში კორექტურა არ არის. ნამდვილად მიშასთვისაა.
საქართველოს პრეზიდენტი რომ საკუთარი ქვეყნის და თავის ე. წ. გაპიარებაზე დღენიადაგ ზრუნავს, საყოველთაოდ ცნობილია. არანაკლებ ცნობილია ამ საქმეში მისი ხელგაშლილობაც - გრანდიოზული (უყვარს ეს სიტყვა) შოუებისთვის ფული არ ენანება. შემოაკლდება რამე და დასაჭერი და საპროცესოდ გასარიგებელი კიდევ ბევრია...
მოკლედ ფული არაა პრობლემა. კრეატივის დეფიციტია ქვეყანაში, ორიგინალური იდეების სიმწირე, შემოქმედებითი მიდგომის ნაკლებობა.
ჰოდა გადავწყვიტე ჩემი მოკრძალებული წვლილიც შევიტანო ამ საქმეში. ბოლო-ბოლო ხომ არ შეიძლება ყველაფერი აკრიტიკო ჩასაფრებული ინტრიგანივით?
მაგალითად, ერთი კარგი ჰოლივუდის ბლოკბასტერი გარანტირებული კომერციული წარმატებით ხომ იქნებოდა ახლა მისწრება? ერთბაშად ასეულ მილიონობით მაყურებელზე გასვლა და ა. შ. ასეთი ფილმი კია უკვე დაკვეთილი და გადაღებული, მაგრამ ძალიან მაღალი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ ენდი გარსია, ჰარლინი და მთელი ეს ამბავი ჩავარდება. ჩავარდება იმიტომ, რომ იმთავითვე არასწორი მიდგომა იყო. თემა იქნა არასწორად არჩეული. ომზე კარგი ფილმები, როგორც იტყვიან, „ვედრა მანეთადაა“ და რა უნდა გააკეთო ისეთი რომ ჰოლივუდის მაყურებელი გადარიო?
კარგი პიარისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია კომერციული წარმატება. მთავარია მოგება, ანუ ფილმი უნდა ნახოს რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა. ამიტომ უნდა შეარჩიო ისეთი თემა, სადაც დიდი ლიტერატურული ტალანტის გამოვლენა არ დაგჭირდება და მომგებიანი კი იქნება.
აქედან გამომდინარე, გთავაზობთ კონკრეტულ პროექტს, რომელიც, განხორციელების შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანას და ხელისუფლებას მსოფლიო არენაზე სერიოზულად გასტყორცნის და გააჯირითებს.
თავად განსაჯეთ.
არმაგედონი დღეს. პროექტის აღწერა.
ორი აზრი არ არსებობს, რომ ჰოლივუდისთვის ყველაზე მომგებიანი თემაა უცხოპლანეტელების შემოსევა. ამ თემაზე იმდენი კომერციულად მომგებიანი სისულელეა გადაღებული, რომ უარესის გაკეთება უფრო რთულია, ვიდრე უკეთესის. ხალხი მაინც ნახავს...
ფილმის სათაური უნდა იყოს “არმაგედონი დღეს”, „ჩვენი დღეების არმაგედონი“ თუ „თანამედროვე არმაგედონი“ , არ ვიცი ქართულად როგორ ვთქვა. მთავარია ინგლისურად კარგად ჟღერს “Armageddon now“ - თან კოპოლას ალუზიაა, თან მაიკლ ბეის ბლოკბასტერის. ალუზიები კი მოდაშია. გარდა ამისა, მაინც და მაინც თავი რომ არ მოვიკლათ ორიგინალური სიუჟეტის გამოგონებით, ჯობია საბაზო სიუჟეტად ავიღოთ ტიმ ბარტონის ცნობილი ფილმი „მარსი უტევს“ და დავარქვათ რიმეიკი. რიმეიკებიც მოდაშია ამ ბოლო დროს.
ახლა ორიოდ სიტყვით თავად ფილმზე.
დედამიწას მოულოდნელად შემოესევიან საზარელი უცხოპლანეტელები, მაღალტექნოლოგიური მურტალი როჟები - ჰოლივუდში მათი დახატვა არ გაუჭირდებათ. ჰოდა დადიან ეს როჟები სოფელ-სოფელ, ქალაქ-ქალაქ და ხოცავენ ყველას განურჩევლად. კაცობრიობა უძლურია. არანაირი იარაღი არ ჭრის. ხალხი პანიკაშია და იმალება. ვიღაც თავგანწირული ტიპები წინააღმდეგობის მოძრაობას აყალიბებენ, თუმცა, არაფერი გამოსდით. ამერიკის პრეზიდენტი (ცხადია ზანგი, დენზელ ვაშინგტონი ან ვინმე ეგეთი) ბუნკერშია ჩაკეტილი, ჩალიჩობს რაღაცას, მაგრამ ნელ-ნელა მასაც უიმედობა იპყრობს.

ამ დროს შორეულ საქართველოში, პატარა ქალაქ ბათუმში, 12 წლის სკოლის მოსწავლე (დევნილთა ოჯახიდან, მამა პოლიციელი ჰყავს და თვითონაც პოლიციელობაზე ოცნებობს), ოლიმპიადაზე გამარჯვებისთვის პრეზიდენტის მიერ ლეპტოპით დაჯილდოებული (ეს მომენტი ფილმში ფლეშბეკად უნდა იყოს, როგორც ბედნიერი წარსულის გახსენება), გატეხავს უცხოპლანეტელების მთავარ სერვერს და გაშიფრავს საიდუმლო ინფორმაციას. ამ ინფოს მიხედვით, თავის დროზე კოსმოსში კაფსულა რომ გაუშვეს, სადაც „ჩაკრულო“ იყო ჩაწერილი, საზიზღარ უცხოპლანეტელებს დაუჭერიათ და თავისთან შეუნახავთ ცხრაკლიტულის მსგავს სეიფში. ირკვევა, რომ სწორედ ამ კაფსულის მეშვეობით მიუგნიათ დედამიწისთვის. მაგრამ ისმის კითხვა: რატომაა ეს კაფსულა ასე საგულდაგულოდ გადამალული?
რა თქმა უნდა იმიტომ, რომ მასში გარდა ინფორმაციისა, რაღაც საფრთხის შემცველიცაა უცხოპლანეტელებისთვის და ეს საფრთხე აღმოჩნდება სწორედ ქართული ხალხური სიმღერა “ჩაკრულო.” თურმე პირველი უცხოპლანეტელი, ვინც სიმღერა მოისმინა, ისეთ ტრანსში ჩავარდნილა, დღემდე ვერ გამოუფხიზლებიათ თავიანთი სუპერჰაიტეკ ტექნოლოგიით. ახლა, ამას როგორ გაარკვევენ, მე არ მკითხოთ! ცოტა ჰოლივუდის სცენარისტებმაც გაანძრიონ ტვინი და მოიფიქრონ რამე....
ეს ამბავი ეცნობება ამერიკის პრეზიდენტს და იწყება დედამიწის გადარჩენისთვის ბრძოლის ახალი ეტაპი. ქართულ-ამერიკული ძალისხმევით, რასაკვირველია, თუმცა შიგადაშიგ ინგლისელებიც იჩითებიან და ბურებიც. მართალია, რუსეთის ბოროტი პრემიერი ყველანაირად ცდილობს ხელი შეუშალოს ნაყოფიერ თანამშრომლობას და ლამის უცხოპლანეტელებს შეეკრას “после меня хоть потоп” პრინციპით, მაგრამ ქართველი სპეცკურიერი ენვერი ამერიკელების და კარგი რუსების დახმარებით ბოლო მომენტში ასწრებს ნაღმის გაუვნებელყოფას , რომელიც იმ თვითმფრინავშია, ვუნდერკინდი ბავშვი რომ ამერიკაში გადაჰყავს. რა თქმა უნდა, განაღმვის ოპერაციაც ტარდება სტანდარტული ჰოლივუდური პროცედურით, როცა ბოლო წამებში კეთდება არჩევანი წითელი კაბელი გადაიჭრას თუ ლურჯი.

არ დამავიწყდეს: უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ფილმში ვითომ სასხვათაშორისოდ იყოს ჩართული ასეთი ფრაზები: “ საიდან იცის ამ ბავშვმა ასეთი კარგი ინგლისური?“ „მაგ ქვეყანაში ყველა პირველკლასელს მართლა საკუთარი ნეტბუქი აქვს?“, “ეგ რომელი ჯორჯიაა, მსოფლიო ბანკი რომ პირველ რეფორმატორად ასახელებდა?” და ა. შ. დეტალებია ეს, მაგრამ პროპაგანდისტული თვალსაზრისით ძალიან ფასეული. პირდაპირ არაცნობიერში ურტყამს...
მოკლედ, როცა გაირკვევა, რომ “ჩაკრულოს” მოსმენა უცხოპლანეტელებს მომენტალურად თიშავს, იწყება მზადება გრანდიოზული კონტრშეტევისთვის. მანამდე უცხოპლანეტელების დასაბნევად ამერიკის პრეზიდენტი მათ მესიჯს უგზავნის და ამცნობს, რომ ადამიანები თავისი ნებით ჩაბარდებიან უფრო ძლიერ რასას - შეიკრიბებიან სხვადასხვა ადგილას, წარმოთქვამენ გამოსამშვიდობებელ სპიჩებს და დაელოდებიან განაჩენს, რისთვისაც ორ დღეს ითხოვს. უცხოპლანეტელები თანხმდებიან. ამასობაში კი მთელი დედამიწა ემზადება “ჩაკრულოს” სამღერად. კაცობრიობის გადარჩენის შტაბი კი (ასევე უცხოპლანეტელების დასაბნევად) ბათუმში ფუძნდება, ვუნდერკინდი ბიჭუნას მშობლიურ გარემოში.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი და ალბათ ყველაზე ძვირადღირებულიც. დინამიურად და კალეიდოსკოპიურად უნდა იქნას ნაჩვენები, თუ როგორ ემზადება მთელი მსოფლიო: პარიზი, რომი, ლონდონი, ნიუ-იორკი, შანხაი, ტოკიო, რიო-დე ჟანეირო, სიდნეი, იერუსალიმი, ქაირო, თავრიზი, მუმბაი, კეიპტაუნი, სინგაპური... ცხადია, ეს ყველაფერი ხდება შოუ-ბიზნესის ვარსკვლავების უშუალო მონაწილეობით, ხოლო მზადების მთელ ეპიზოდს მუსიკალურ ფონად გასდევს “მგზავრების” სიმღერა პოლიციის ჰიმნიდან: “ჩვენ რომ ეეეერთად ვართ, ძლიერები ვართ! “.

და ბოლოს ფილმის კულმინაცია. კონცერტი ბათუმში. პიაცაზე დიდძალი ხალხი იკრიბება. მათ სიტყვით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ამბობს, რომ რაოდენ ძლიერიც არ უნდა იყოს მტერი, ის ვერ შეაჩერებს იმ აღმშენებლობის პროცესს, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ მათ შემოსევამდე დავიწყეთ, რომ იმ რეფორმებს, რომელიც გატარდა, უკვალოდ არ ჩაუვლია, ჩვენ ვიყავით პირველები და ახლა ყველამ ერთად, ერთმანეთის თანადგომით და გვერდში დგომით კიდევ ერთხელ უნდა მივცეთ პირველობის მაგალითი მთელ მსოფლიოს...(ასეთი სპიჩი რომ კარგად ჟღერდეს, პრეზიდენტის როლს უნდა ასრულებდეს ვინმე სერიოზული მეგავარსკვლავი, ვთქვათ ჯონი დეპი).
და იწყება სიმღერა. მართალია, “ჩაკრულოს” საერთოდ კაცები მღერიან ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში გენდერული ხარკისა და კიდევ ბევრი სხვა ფაქტორისა გამო, პირველ ნოტებს იღებს სოფო ნიჟარაძე,( რომელსაც, ჩემი აზრით, ვუნდერკინდი ბავშვის დედის როლიც დაამშვენებდა), მას აჰყვებიან გიორგი უშიკიშვილი, ნიაზ დიასამიძე, ლექსენი, გიო ხუციშვილი, ნინო სურგულაძე, ბუბა კიკაბიძე, დუტა სხირტლაძე, ქსოვრელები და გოკა გაბაშვილი...
იმავდროულად იწყება პირდაპირი ჩართვები მსოფლიოს ყველა კუთხიდან. მღერიან ბოჩელი, კარერასი, დომინგო, ათანელი, დე ბურგი, მადონა, შაკირა, იგლესიასი, ტიმბერლეიკი, რუსლანა, ბუენა ვისტას მოხუცები და სხვა ვარსკვლავები. მთელი მსოფლიო “ჩაკრულოს“ მღერის!“ წარმოიდგინეთ ნიუ-იორკიდან ჩართვა, ემინემი, ლილ უეინი, ჯეი ზი და სასტავი რომ “ ხმალო ხევსურეთს ნაჭედო“-ს გარეპავენ! როგორია, ჰა?

მოკლედ ჰქუხს “ჩაკრულო.” ტრანსში ჩავარდნილი უცხოპლანეტელი როჟები პანტაპუნტით ცვივიან მიწაზე. კაცობრიობა ხელოვნებამ იხსნა. არმაგედონი შედგა. ბოროტსა სძლია კეთილმან და ა. შ.. ყველა ბედნიერია. ერთადერთი რუსეთის ბოღმა პრემიერი ზის კრემლში და სკდება გულზე, წითელი მოედნიდან “ჩაკრულოს” მღერა რომ მოესმის, როგორც მისი ძალაუფლების რექვიემი...
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ასეთი ფილმი იქნებოდა დღევანდელი საქართველოს ყველაზე დიდი რეკლამა. აი ესაა პიარი! რა ენდი გარსია და რის აგვისტოს ომი? ანახეთ ეს ფილმი მსოფლიოს და ომიც აღარავის გაახსენდება.

ბოლოთქმა
ისე, ახლა დავფიქრდი: ამ გლახაობის მაგივრად ეს ყველაფერი რომ სრულიად სერიოზულად დამეწერა და ვინმე ხელისუფლების მომხრე ხელოვანის სახელით მიმეტანა ავლაბრის რეზიდენციამდე. ხომ ძალიან დიდი შანსი იქნებოდა იმისა, რომ მართლა დაეწყო ჩვენს პრეზიდენტს ჰოლივუდთან მოლაპარაკება მთელი თავისი ლობისტური სიმძლავრეების გამოყენებით? არ მითხრათ ახლა არ მოეწონებოდაო... ეჰ, არ გამოვა რა ჩემგან ბიზნესმენი...